05:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 10:24:37, 2468 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს გააცნობს

დღეს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების, „ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე დიპლომატებს, საქართველოს საპატიო კონსულებს საზღვარგარეთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებს გააცნობს.

ფინანსთა სამინიტროს ინფორმაციით, „ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია წელს პირველად იმართება.

კონფერენცია საწარმო „ჯეოკეპში“ გაიხსნება და იგი დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics