|
2017-07-19 16:17:17, 2577 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
17 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს და უკრაინის „ტრასეკას“ ეროვნულ მდივან ვიქტორ დოვგანს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ტრანსპორტის სფეროში, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ასევე განიხილეს ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტირების განვითარების საგზაო რუკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგულარული საბორნე მიმოსვლის და გამჭოლი ტარიფების მნიშვნელობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოვგანი ასევე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს, სს “საქართველოს რკინიგზისა“ და ნავსადგურების წარმომადგენლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)