19:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 10:29:20, 332 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება. 

შეხვედრის დაწყებამდე ავლაბრის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს  დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე  საქართელოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის  წევრები წარუდგინა. ცერემონიას საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრი  თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსი  დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელარუსში  დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მაოდგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის  მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს  ბელარუსის სახელმწიფო  დელეგაციის წევრები გააცნო: ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინსიტრი ვლადიმერ მაკეი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი,სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრინ მიხაილ ჟურაკოვი და  მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი.

საქართველო-ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებისა და დელეგაციების  გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics