|
2017-07-17 16:06:01, 2341 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს
თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის რეჯებ აკდაღის ოფისი საქართველოს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს უშუალოდ კურირებს. რაც შეეხება დაშავებულების მკურნალობის დაფინანსების საკითხს, უწყების ცნობით, ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებობს ხელშეკრულება, სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების შესახებ. „ამ დროისთვის 25 ბავშვი უკვე საქართველოშია. 5 მგზავრი თურქეთის კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. დაშავებულები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ადგილზე მოინახულა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)