|
2017-07-17 11:42:53, 2360 ნახვა
საზოგადოება
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ
შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ძუძუმწოვრებს არ შეეხონ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების(დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)