|
2017-07-16 12:50:29, 2356 ნახვა
საზოგადოება
ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე განმარტებით, დაშავებულები თურქეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა მოინახულეს. ადგილზე მიემგზავრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრი. შეგახსენებთ, გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსში იმყოფებოდა ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლი.როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსხვერპლი არ არის, დაშავებულია 38 ადამიანი და განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)