|
2017-07-16 10:41:08, 2386 ნახვა
საზოგადოება
17 ივლისიდან სინოპტიკოსები საქართველოში +37 გრადუსამდე სითბოს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში ცხელი ამინდებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც, 17 ივლისს +36 გრადუსი იქნება, 18-19 ივლისს ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება. დღეს დედაქალაქ თბილისში +27 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 17 ივლისს ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, 18-19 ივლისს კი სინოპტიკოსები +35 გრადუს სითბოს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +34 გრადუსი სითბო იქნება, 17 ივლისს +37 გრადუსი, 18 ივლისს +36 გრადუსი და ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 19 ივლისს +32 გრადუსი და ზოგან წვიმაა ნავარაუდევი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)