|
2017-07-14 20:54:17, 2982 ნახვა
საზოგადოება
„ქართველთა მარში“ დასრულდა - აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფო წესით იქნას მიღებული ახალი საიმიგრაციო კანონი და ყველა არალეგალის დეპორტირება მოხდეს. აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს. როგორც მათ აღნიშნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბურ მარშს გამართავენ. ადგილზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ მიტანილი: „დატოვონ საქართველო „მეძავობისთვის და პედოფილიისთვის ჩამოსულმა უცხოელებმა“; „ქართული საქართველოსთვის“ და სხვა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ადგილზე ასზე მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. შეგახსენებთ, „ქართველთა მარში“ აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)