|
2017-07-14 19:56:47, 3405 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ მიმდინარეობს
„ქართული საქართველოსთვის“ - თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დავით აღმაშენებლის ხატით 24-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან. მსვლელობაში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნებია, სასწრაფო წესით იქნას მიღებული ახალი საიმიგრაციო კანონი და ყველა არალეგალი დეპორტირებული იქნას საქართველოდან. მსვლელობას ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორი „მოძრაობა ეროვნულების“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძეა. მსვლელობის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი და „მამული ენა სარწმუნოებას“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)