|
2017-07-13 19:36:37, 2160 ნახვა
საზოგადოება
„5 თვეა ბახალა წნეხს ებრძვის“ - დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება. "სამწუხაროდ გიორგის საქმეში მხოლოდ პოლიციელები გვევლინებიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. ფიზიკური ტყვეობის გარდა ის 5 თვეა იმფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. ეს არის ძალიან მძიმე წნეხი, რომელსაც ბახალა 5 თვეა ებრძვის. ბახალა გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზეც მიუთითებს", - აცხადებს გიორგანაშვილის მხარდამჭერი ოთარ შათირიშვილი. ცნობისთვის, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სამართალდამცველებმა 5 თვის წინ დააკავეს. მსახიობს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ, ნარკოტიკული ნივთერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა შენახვისთვის ემუქრება. გიორგი გიორგანაშვილს შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში და სატელევიზიო სერიალებში. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დედაენის ბაღში ასევე იმყოფებიან მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, "ნაციონალური მოძრაობის" რამდნეიმე წევრი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც გიორგანაშვილს მხარს უჭერენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)