|
2017-07-13 14:30:02, 2649 ნახვა
ეკონომიკა
ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3,5 მილიონი ევროთი დაფინანსდება
ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება. შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს ხელი. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის (N1 და N5) რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირის მიერ (NIF-ის მეშვეობით), ასევე გამოყოფილ იქნა გრანტი 5 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტის განმახორციელებელია შპს „ენგურჰესი".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)