15:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 16:15:36, 2071 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე  მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების პროცესის თავისებურებები გააცნო და  სავეგეტაციო პერიოდში გამოყენებული ფოთლიდან კვების სხვადასხვა საშუალებების ეფექტურობაზე ისაუბრა.  

სამინისტროს ინფორმაციით, აგროტექნოლოგიური პროცესის უპირატესობის დადგენის მიზნით, მონაწილეთა მიერ საველე პირობებში ჩატარებულ იქნა საანალიზოდ აღებული ძნებისა და მცენარეების ლაბორატორიული დამუშავება. 

ვარიაციული სტატისტიკის (ანოვა) მეთოდით დამუშავების შედეგად, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული რეკომენდაციები გაუწიონ ფერმერებს ფოთლიდან მცენარეთა გამოკვების დახმარებით მოსავლიანობის გაზრდაში. 

გადამზადების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხედ განხორციელდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics