15:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 18:02:42, 451 ნახვა

პოლიტიკა
ბიზნესასოციაცია: ხელისუფლების გამოფხიზლებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული

„ხელისუფლების გამოფხიზლებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თუ მთავრობა აქტიურ თანამშრომლობაზე წავა ბიზნესსექტორთან, წლის მეორე ნახევარი და მომდევნო წლები ეკონომიკური ზრდის კუთხით გაცილებით უკეთესი იქნება“, - ამის შესახებ  ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საკითხის კომენტირების განუცხადა.
„მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორ პროცენტზე მეტი არ იქნება და ბიზნესსაც ანალოგიური მოლოდინი გვაქვს. რასაკვირველია, ეს კარგი არაა, თუმცა მთავარია ვუყუროთ მომავალს, ვიფიქროთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და განვახორციელოთ ინვესტიციები იმისათვის, რომ მომავალი წლები უკეთესი იყოს. ხელისუფლების გამოფხიზლებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუნდაც ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლებას რეალური ეკონომიკური ნაბიჯები გადაედგა, ბიზნესთან უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე წამოსულიყო. თუ მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს ბიზნესსექტორთან, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ, წლის მეორე ნახევარი და მომდევნო წლები ეკონომიკური ზრდის კუთხით გაცილებით უკეთესი იქნება“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, Fitch Ratings-მა საქართველოს გარდა ყველა მეზობელ ქვეყანას შეუმცირა სუვერენული რეიტინგი და ეს უკვე პოზიტიური მოვლენაა.
ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიის, „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით კი ბიზნესიც და მთავრობაც ყოველდღიურ საქმიანობაში გრძნობს, რომ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები აღარ იქნება. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისას მოთხოვნის მოცულობა კლებულობს, რაც ნებისმიერ ბიზნესზე აისახება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics