|
2017-07-05 00:01:55, 1063 ნახვა
სპეციალური ანონსი
5 ივლისის ანონსი
09:45 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება კონფერენციას გამართავს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გახსნის. 10:30 საათზე, სასტუმრო ”რედისონში”, 15 კვალიფიციური პარტიისგან შექმნილი, საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები. 11:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს. 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. 11:00 საათზე, ასოციაციის “ქალი და ბიზნესი“ ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება. 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, ”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში, ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ გომართელი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც სრულიად ახალ, ”საქართველოს ბანკის” მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამას წარადგენს. 12:00 საათზე, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ეწვევიან, სადაც საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილ თანამედროვე ლაბორატორიას დაათვალიერებენ და მასწავლებელთა გადამზადების პროცესს გაეცნობიან. 14:30 საათზე, საქართველოს პროკურატურასთან (გორგასლის N24) დაგეგმილია მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ბრიფინგი მედიასთან, სადაც იგი სპეცალურ განცხადებას გააკეთებს. ხვალვე დაგეგმილია თუბა ჩაბუქისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილისთვის სპეციალური დაცვის მოთხოვნით განაცხადის შეტანა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. 15:00 საათზე, ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის დამფუძნებლები სახელმწიფო უწყებებში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით გარკვეულ დოკუმენტაციას წარმოადგენენ. 17:00 საათზე, თბილისისმედიათეკების გაერთიანების ნაძალადევისფილიალში (ვეტერანთა დასვენებისა დაკულტურის პარკი) მოეწყობა ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენაზერბაიჯანელი მთარგმნელი ოქტაიკაზუმოვი (აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნიაქვს ქართველი კლასიკოსების არაერთინაწარმოები) და სომეხი პოეტი არმენარუთინოვი (წერს ლექსებს ქართულ ენაზე).ასევე მოეწყობა ბერძენი ხელოვანის, მეგიდიდებულიძის ხელნაკეთი ნივთებისგამოფენა. ღონისძიებას დაესწრებიანსაქართველოში მცხოვრები ეროვნულიუმცირესობების ორგანიზაციებისწარმომადგენლები, დასწრება თავისუფალია. 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში დავით სულაკაურის შემოქმედების გამოფენა გაიმართება.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)