|
2015-04-21 16:31:37, 366 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძეს შეფასებით, პანკისიდან სირიაში ქართველ მებრძოლთა წასვლა გლობალური გამოწვევაა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პანკისიდან სირიაში ქართველ მებრძოლთა წასვლა არა ქართული ან რელიგიური პრობლემა, არამედ გლობალური განოწვევაა. „ეს არის საერთაშორისო პრობლემა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ტერორიზმთან, ძალადობასთან და ისლამის ძალიან არასწორ ინტერპრეტაციასთან. თუ რატომ არსებობს ეს პრობლემა პანკისში, რა თქმა უნდა ამაზე არსებობს კონკრეტული პასუხები, არგუმენტები. რაც შეეხება ჩვენს პასუხს იმ ადამიანების მისამართით ვინც ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ უფრო გააქტიურებას, ვეტყვით, რომ ჩვენთვის მხოლოდ ეს ფაქტი ნამდვილად არ არის საფუძველი, რომ დავიწყოთ მოქმედება ამ პრობლემის წინააღმდეგ. შსს აქა,დეც მუშაობდა და მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე თქმით, ქვეყნიდან ქართველ მებრძოლთა სირიაში წასვლის მხოლოდ ერთეული ფაქტები ფიქსირდება. „მაგალითად ბელგიას ასეულობით ადამიანი ჰყავს დაკარგული უცხოეთში საბრძოლველად, თუნდაც ისლამური სახელმწიფოს ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მინისტრის მოადგილის მტკიცებით, არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით მუშაობა გაგრძელდება. „რა თქმა უნდა ადგილობრივ საზოგადოებასთან, პანკისელებთან ერთად გავაგრძელებთ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)