|
2015-04-21 16:23:26, 477 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ელჩ ორთვინ ჰენიგს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა საგრძნობლად გააქტიურდა და ეფექტიანი გახდა. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შედეგად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმის გამოძიება განხორციელდა. სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდაცავ უწყებებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობას დანაშაულის შემცირების კუთხით.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)