23:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 15:49:41, 2588 ნახვა

ეკონომიკა
კრაკოვში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გაიმართა

ქალაქ კრაკოვში, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ, ისტორიულ ღვინის ქარხანაში “Winnica Srebrna Góra“-ში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია “Georgian wines for the summer“ გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს  ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.

  მათივე ცნობით, ქართული ღვინის პრეზენტაციას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის კულტურაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვები ილიკო სუხიშვილის ეროვნული ბალეტის მოცეკვავეების შესრულებით.

 სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „მარანი“, „ბესინი“, „ვაინმენი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „ჯეველი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაზიანი“, „მანდილი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „კახური ღვინის მარანი“.

  აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური მონაცემებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics