|
2017-06-30 12:08:51, 2144 ნახვა
პოლიტიკა
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, პრაღაში მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება
პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები განიხილება. მისივე თქმით, მანამდე , 5 ივლისს გაიმართება შეხვედრა ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან ერთად, სადაც ისაუბრებენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, რეგიონის უსაფრთხოებაზე, ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობასა და სხვა თემებზე. „7 ივლისს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ -რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში, ამ შეხვედრამდე, ჩვენ გვექნება 5 და 6 ივლისს შეხვედრები ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, მე და საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციების პრობლემატიკაზე, ასევე ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობაზე. პრაღაში ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, იგი ეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორიც არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ შეხვედრაზე ხაზგასმით განიხილავენ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე, 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საკითხს: "ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დაჩქარდეს მაქსიმალურად ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ, ჯერ კიდევ შარშან, დაასრულა მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც უნდა გაფორმდეს ნეიტრალურ შვეიცარიულ კომპანიასთან, ასეთი ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს რუსეთის მხარემ, ჩვენ ველით მოვისმინოთ რუსეთის მხრიდან დასტური, მზაობა იმის თაობაზე, რომ დასრულდა ეს მუშაობა, და სასურველია დავასახელოთ იქ საორიენტაციო თარიღები, როდის შეიძლება გაფორმდეს ეს კონტრაქტები, ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან. ამის შემდეგ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ქართულ -რუსულ- შვეიცარიული და იმედია დაიწყება ამ შეთანხმების იმპლემენტაცია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)