|
2015-04-21 14:50:17, 1704 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი დღეს სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა. მონაწილეებს ტრენინგის დაწყება ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ და საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა მიულოცეს. პირად შემადგენლობას სიტყვით აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომსონმა მიმართა და აღნიშნული სწავლებისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველოს IV“ -ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში მოამზადებენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. კურსი 8 მაისს დასრულდება. ბოლო კვირას EUCOM-ის ინსტრუქტორთა ჯგუფს ამერიკელი კაპიტანი შეუერთდება, რომელიც სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას და EOD ასეულს დაგეგმვა-განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევს. „საქართველო IV“-ის ტრენინგის ფარგლებში, EOD ასეულის წევრებს ტრენინგები აზერბაიჯანის ჰუმანიტარული განაღმვის სააგენტოსა და შვედეთის სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლებმა უკვე ჩაუტარეს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)