23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:00:32, 1980 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი გლობალურ ფორუმს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბერლინში  მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმში (GFMD) მიიღებს მონაწილეობას.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალურ ფორუმზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმებაა. ღონისძიების ფარგლებში პარტნიორი ქვეყნები იმსჯელებენ  მიგრანტების მიმღები თუ სატრანზიტო ქვეყნების ინტერესთა ბალანსის საკითხებზე ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში.

გლობალურ ფორუმში მონაწილეობა საქართველოსათვის იმ პროგრესის ჩვენების საშუალებაა, რასაც ქვეყანამ მიგრაციის მართვის სფეროში მიაღწია 2013 წლიდან მოყოლებული. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა ექნება, გაიაროს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან და თავად გამართოს კონსულტაციები „მიგრაციის გლობალური შეთანხმების“ დოკუმენტის გარშემო, რომელიც გაერო-ს ფორმატში მუშავდება.

მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი სამი თემის ფარგლებში იმუშავებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიის ფარგლებში, რომლის მთავარი თემა მიგრაციის ეროვნული სტატეგიები და მიგრაციის ეროვნული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლებაა. თეა წულუკიანი ფორუმში  მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მიგრაციის მართვის  ქართულ მოდელს გააცნობს. იუსტიციის მინისტრი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პოლიტიკასა და მაკოორდინირებელი მექანიზმის სტრუქტურას წარადგენს, ისაუბრებს საქართველოს 2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგიასა და მიგრაციასა და განვითარების უკუკავშირზე.

მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის მე-10 სამიტს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი გახსნის. სამიტში მონაწილეობას იღებენ  გაერო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი არის გაერო-ს წევრ ქვეყანათა  ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის მოწესრიგებას პრაქტიკული და ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდებით. იგი სამთავრობო დონეზე წარმართული არაფორმალური, არასავალდებულო, ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა.

ფორუმის პირველი სხდომა გაიმართა 2007 წელს. 2017 წლის ფორუმის მთავარი თემა  „მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმების მიმართულებით“ ხაზს უსვამს მიგრანტების, მათი წარმოშობის, მიმღები თუ ტრანზიტი ქვეყნების ინტერესთა ბალანსის დაცვის უპირატესობას ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics