გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ობიექტების ნაწილს ხურავს და მის ნაცვლად ოპერირებას „კარფური“ იწყებს.

" />
22:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 17:58:05, 2404 ნახვა

ეკონომიკა
ობიექტების დახურვის შემდეგ, „სმარტის“ თანამშრომლების უმრავლესობა საქმიანობას „კარფურში“ განაგრძობს

Majid Al Futtaim-სა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ობიექტების ნაწილს ხურავს და მის ნაცვლად ოპერირებას „კარფური“ იწყებს.

თუ სად გააგრძელებენ საქმიანობას „სმარტის“ თანამშრომლები, აღნიშნულთან დაკავშირებით „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რუსუდან კბილაშვილს გავესაუბრეთ.

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, თანამშრომლების უმრავლესობა „კარფურში“  გადავიდა სამუშაოდ, ნაწილი კი, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. მისივე თქმით,  ორ კომპანიას შორის  შეთანხმების ერთ-ერთი პირობა სწორედ ამას ითვალისწინებდა.

„როგორც მოგეხსენებათ „კარფურთან“ შეთანხმების შესახებ ერთ-ერთი პირობა ზუსტად ის იყო, რომ თანამშრომლების უმრავლესობა „კარფურში“ გადავიდა, ნაწილი ჩვენთან დარჩა, დიდი ბიზნეს ჯგუფი ვართ და თანამშრომლები ჩვენსავე შვილობილ კომპანიებში დასაქმდნენ, ნაწილი კი მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურდა.   მაგალითად, ვაკის „სმარტის“ თანამშრომელი ახლა ბრენდ დირექტორია დოლიძის კუთხეში მდებარე „ვენდიში“, წარმოების მიმართულებით თანამშრომელი ასევე დაწინაურდა მენეჯერულ თანამდებობაზე. ეს არის რეალობა“,-აცხადებს  კბილაშვილი.

ცნობისთვის, „სმარტის“ ვაზისუბნის, გლდანის და ვაკის ფილიალები უკვე დაიხურა. ასევე იხურება საბურთალოზე და რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტები. აღნიშნულ ობიექტებზე „კარფური“ ოპერირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics