03:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 14:49:30, 2292 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ფორსირებულად არ უნდა ხდებოდეს

პრეზიდენტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ არაერთი შენიშვნა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მისი განმარტებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ფორსირებულად არ უნდა ხდებოდეს.

„პრეზიდენტის სახელით გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  შესატან ცვლილებებს. მოგეხსენებათ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამათავრობო ორგანიზაციებს  აქვთ არაერთი შენიშვნა. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრებაა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ზოგადად ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში, არ უნდა ხდებოდეს ფორსირებულად და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობის საფუძველზე. ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს“,-განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics