03:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 14:17:02, 2149 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელი კოლეგის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ აპირებს.

ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თემა წინასწარი დღის წესრიგში არ არის.

„უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ეს თემა წინასწარი დღის წესრიგში არ არის და საქართველოს პრეზიდენტი თავად ამ თემის წამოწევას არ აპირებს“, - განაცხადა მიშველაძემ.

პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics