|
2017-06-27 12:03:10, 2212 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საატესტატო გამოცდების შედეგებს საგანგაშოს უწოდებს
„ევროპული საქართველოს“ წევრები საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა 27%-მა მინიმალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო, საგანგაშოს უწოდებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, ამ ფაქტმა ზოგადი განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემები კიდევ ერთხელ დაადასტურა. „გაჟღერებული ინიციატივები - იქნება ეს საატესტატო გამოცდების ბარიერის ზრდა თუ საერთოდ მისი გაუქმება, ვერ გამოდგება პრობლემის მოგვარების შესაძლებლობად. სიტუაციის გამოსწორებისთვის კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი - უპირველესად, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პრაქტიკულად საჭიროა და რეალურ შედეგებს მოგვცემს; დაფინანსების იმ მიმართულებით გაზრდა, რაც უშუალოდ აისახება საგანმანათლებლო პროცესზე; იმ პედაგოგების მოტივაციის ზრდა და ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე, აუცილებელია საშუალო საფეხურის ამოცანებისა და უმაღლესი განათლების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, რომელმაც სისტემა უნდა მიიყვანოს სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ინტეგრირებამდე“, - აცხადებს რატიანი. პარტიის კიდევ ერთმა წევრმა მარიამ რამინაშვილმა ბრიფინგზე ბოლო პერიოდის სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2014 წელს ჩაჭრილთა რაოდენობა 13% შეადგენდა, 2015-ში - 14%, 2016-ში კი 24%-მდე ავიდა. „ევროპული საქართველოს“ წევრები თვლიან, რომ განათლების სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო სასწავლო პროგრამის გავლა განმეორებით უწევთ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)