|
2015-04-20 13:12:30, 1609 ნახვა
სამხედრო
რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო
მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების გახსნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სწავლების წარმატებით გავლა უსურვა. ცერემონიალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს. უწყების ცნობით, მზვერავის მომზადების კურსი J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ძალების ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო შესაძლებლობების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმართება. კურსი ერთიანი სტანდარტით მზვერავების ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომზადებას ისახავს მიზნად, რაც სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას მოთხოვნების შესაბამისად და ერთიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანერგვას უზრუნველყოფს. სწავლებაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ბრიგადების, ეროვნული გვარდიისა და ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფების მზვერავები მონაწილეობენ. 18 კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამხედრო მზვერავები ტოპოგრაფიას, დაზვერვის წარმოებას, სპეციალურ ტაქტიკას, საინჟინრო საქმეს, თვითგადარჩენასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებს შეისწავლიან. გასულ წელს მზვერავის მომზადების კურსის 2 ეტაპად ჩატარების შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 150-მდე სერთიფიცირებული მზვერავი შეემატა. წლის ბოლომდე 200 სამხედრო მოსამსახურის მომზადება და სერთიფიცირება იგეგმება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)