00:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 23:39:06, 2084 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში, კონსტიტუციური მონარქიის საკითხი არ განიხილება

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში მონარქიის იდეა არ განიხილება.

„კონსტიტუციური მონარქიის იდეას ჰყავს მომხრეები, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში არ არის. პირადად მე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს.

პატრიარქის სიტყვას აქვს განსაკუთრებული ფასი და ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, თუ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით „მომწიფებული“ იქნება სიტუაცია.

სამწუხაროდ ძალიან ცუდი განცხადებები ისმის კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს შეურაცხმყოფელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ეს სისტემა მოქმედებს.

კონსტიტუციური მონარქია არ ნიშნავს რეგრესის გზას. პატრიარქის ქადაგება არ უკავშირდება საკონსტიტუციო რეფორმას და ჩვენ სწორედ ამის გასარკვევად შევხვდით პატრიარქს“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics