|
2017-06-20 20:09:43, 1847 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა?
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე მონარქიის შესახებ საკუთარ facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. დეკანოზის თქმით, კონსტიტუციური მონარქია ქვეყნისთვის არაფრის მომცემია და აღნიშნული საკითხის განხილვა გაჭირვებულ მოსახლეობას ვერ დაეხმარება. „კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ფიქტიურ მეფეს, რომელიც არ მართავს ხელისუფლებას, მაშ რა საჭიროა ბუტაფორია?! აბსოლუტური მონარქია კი დიქტატურაა 21-ე საუკუნეში. მაშ, რა საჭიროა მეფობანას თამაში?! მე, გაერთიანებულ სამეფოში მყოფი ვწერ ამ სიტყვებს... დიახ, აქ არის პარლამენტური მონარქია, მაგრამ აქ ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და ხდება სახელმწიფოებივი ინსიტუტების უწყვეტი ჯაჭვის პატივისცემა. ჩვენ კი სწორედ ეს ვერ გამოვიმუშავეთ ქართველებმა და თავლებდათხრილივით მიმოვედებით ყველაფერს, კონსტიტუციას რამის ყოველ წელს ვცვლით: ხან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ. გვეყო ამდენი თამაში... საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა??? კიდევ ერთი პომპეზური, ფუფუნების და ნეპოტიზმის ინსტიტუცია მოვიგონოთ რისთვის, ეს რას მისცემს ხალხს?! ეს უბრალო, გაჭირებულ გზადაბნეულ ხალხს რას უშველის? მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაბრკოლების ახალი მიზეზი, ქილიკის და დაცინვის ახალი მიზეზი, ამასობაში ქვეყნის დაცლა ქართველებისგან გრძელდება, რომელნიც სამშობლოში დღეს უცხოდ და დაუცველად გრძნობენ თავს...,“ - წერს მამა ილია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)