15:01 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 10:03:40, 477 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძის შეფასებით, საქართველოდან სირიაში მებრძოლთა გამგზავრების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები უნდა გაგრძელდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ საკნიკიძეს შეფასებით, საქართველოდან სირიაში საბრძოლველად  ადამიანების გამგზავრების რაოდენობა შემცირებულია.

ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

თუმცა მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სამუშაობი სკოლის დონეზე უნდა ჩატარდეს.

„არარსებობს ბერკეტი, რომ რაღაცა გააკეთო და ეს მოგვარდეს. პრინციპში სკოლებში გაფრთხილებულები  არიან და ის ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება წასულიყვნენ საბრძოლველად  ძალიან დიდი გამოკითხვის შედეგად  ვერ  მოხდა  ასეთი პრობლემის იდენტიფიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სკოლის დონეზე სამუშაო. ერთიანი მიდგომით დღეისათვის ასეთი ქმედებები არის შემცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი. მე არ ვიცი თქვენ კადრებს თუ აშუქებდით, ან აკვირდებოდით ამ თემებს იმიტომ რომ სამწუხაროდ ამის შესახებ წინა წლებში ინფორმაცია პრესიდან არ გვქონდა და არც ვიცით, თუმცა ასეთი ქმედებების სტატისტიკა მუშავდება, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მუშაობა შესაჩერებელია, პირიქით უნდა გავაძლიეროთ“,-აღნიშნა სანიკიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics