00:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 15:40:32, 2141 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
საგარეო უწყება კომპანია „ENTERPRISE"-ს დაფაზე არსებულ რუკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2017 წლის 11 ივნისის საღამოს, ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის „ENTERPRISE"-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

"კომპანია „ENTERPRISE"-ის საქმიანობის სფეროს ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით გაქირავება წარმოადგენს, კომპანია მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებას ასევე საქართველოსა და სომხეთში სთავაზობს.
 
2017 წლის 12 ივნისს, ერევანში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდა ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, შედგა საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან.
 
საელჩოს ჩარევის შედეგად, ზემოაღნიშნული ოფისის ვიტრაჟიდან მოხსნილი იქნა არსებული სარეკლამო დაფა და მის ნაცვლად განთავსდა ქართულ მხარესთან შეთანხმებული ახალი სარეკლამო ბანერი", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics