|
2017-06-15 18:28:57, 1614 ნახვა
საზოგადოება
ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიანი პირობებით მიყიდვის პროექტს საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს წარუდგენს
დღეს, სასტუმრო ,,ციტადინში’’ ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიანი პირობებით მიყიდვის მიზნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა მედიის და ექსპერტების წინაშე პროექტის პრეზენტაცია გამართა. ირაკლი ღლონტის შეფასებით, სიღრმისეულ ანალიზს მოკლებულია და დროულ გადახედვას საჭიროებს ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალოთ მიწის შეძენა. მისი განცხადებით მიწის შეძენა და განკარგვა ეზღუდება საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რის გამოც მათ შეწყვეტილი აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი. საინიციატივო ჯგუფმა მედიას და ექსპერტებს წარუდგინა ინიციატივა, რაც ითვალისწინებს საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი 1 700 000 მოქალაქისთვის მიწის შეღავათიან ფასად მიყიდვის შეთავაზებას და 10 წლის ვადით ყველა გადასახადისგან მათ გათავისუფლებას. ირაკლი ღლონტის აზრით ეს იქნება სწორი ნაბიჯი ემიგრანტების მიმართ და შეტყობინება, რომ ქართული სახელმწიფო ფიქრობს მათზე და სხვადასხვა პროექტის ამოქმედების გზით ამზადებს ნიადაგს მათი უკან დაბრუნებისთვის. პრეზენტაციაში, დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აშშ-დან მონაწილეობა მიიღო ამერიკული უმსხვილესი ბანკის Wells Fargo-ს მაიამის ოფისის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი აქირთავამ, ასევე მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთში მყოფმა ემიგრანტმა, ბიზნესმენმა დავით ჩეკურიშვილმა, რუსეთის ფედერაციაში მყოფმა ემიგრანტმა, ბიზნესმენმა ლადო აბსანძემ და საქართველო-უკრაინის დიასპორის პრეზიდენტმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა. საინიციატივო ჯგუფი უახლოეს მომავალში პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)