19:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 10:28:18, 2011 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.

პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

 ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე. 

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

წმინდა პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე, ქრისტიანთა ყოფილი  მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს  როგორც „თავთა მოციქულთა“.

ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. სხვა გადმოცემით კი, პავლეს ერთი წლის შემდეგ მოჰკვეთეს თავი, პეტრეს ჯვარცმის შემდეგ.

მათი ხსენების დღესასწაული იმთავითვე დაწესდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics