|
2017-06-08 12:23:56, 2092 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას ხელი მოაწერა
საფრანგეთში, პარიზში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვირეულის დროს, მინისტერიალის საბჭოს შეხვედრების ფარგლებში, 67 ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოეწერა „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის სახელით მრავალმხრივ კონვენციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ მრავალმხრივი კონვენცია 2013 წელს შემუშავდა „დიდი ოცეულის“ მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის შესახებ (BEPS) პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია, საერთაშორისო საგადასახადო სფეროში არსებული აგრესიული საგადასახადო დაგეგმარების აღმოფხვრა. მრავალმხრივი ინსტრუმენტი ითვალისწინებს BEPS-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების, საუკეთესო პრაქტიკის და მინიმალური სტანდარტების დანერგვას არსებულ საგადასახადო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)