|
2017-06-07 15:22:22, 832 ნახვა
რეგიონი
საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა
დღეს სასტუმრო ლეოგრანდში 2016 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან და განათლების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მათივე ინფორმაციით, პატარაძემ მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა. ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონი ლიდერობს.დღეს ვაჯილდოვებთ საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ 101 მოსწავლეს და 5 გამარჯვებულ სკოლას. ეს არის ჩვენი წარმატება, ჩვენი რეგიონის გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში; სამინისტროს, პედაგოგებს, ბავშვებს. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, ვინაიდან მიღებული ცოდნა და ინტერესი მომავალში დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობის სწორი მიმართულებით აღზრდა, სწორი ინვესტიციების განხორციელება. ეს არის ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოდნით, შრომითა და მიზანსწრაფულობით შესაძლებელია წარმატებას მიაღწიო. კიდევ ერთხელ ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა გამარჯვებულს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა, რომელშიც სულ 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, საგნობრივ ოლიმპიადაში 101 გამარჯვებული მოსწავლე და 5 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის (ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების) კონკურსში გამოვლინდა 15 გამარჯვებული გუნდი. საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებითა ( ტაბლეტები) და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები - მხატვრული ლიტერატურითა და დიპლომებით. აღნიშნული ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება" ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში გაიმართა. (NS)
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)