|
2017-06-06 22:20:35, 1091 ნახვა
სპეციალური ანონსი
7 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია და გამოფენა გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. 10:30 საათზე, დემოგრაფი ანზორ თოთაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 10:45 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე კონფერენციას "სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე” გახსნის. 11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას შეხვდება. 11:00 საათზე, სასტუმრო რადისონში,საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი დაახლოების შესახებ კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება და მასში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანუშ ჰერმანი მონაწილეობენ. 13:30 საათზე, "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე ოფისში პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე მედიაჰოლდინგ "ევრონიუსის" პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები მოსახლეობასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ 12:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა პროფესიულ კავშირებთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ადვოკატებთან და სხვა სამოქალაქო აქტვისტებთან. 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება. 12:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სარჩელის განხილვა - საპოლიციო რეიდის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნაზე. 15:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავენ. 15:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება. 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი დაესწრება. 19:00 საათზე, „ჯეოლაბში“„კრეატორის დღიურის“ წარდგენა და კრეატიული მასტერკლასი გაიმართება. სემინარზე განხილული იქნება იდეების გენერირების ტექნიკები, სავარჯიშოები და რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ უფრო კრეატიული ბიზნესსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ მოვუხმოთ მუზებსა და საინტერესო იდეებს.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)