10:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 10:35:36, 1790 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს +32-დან +34 გრადუსამდე სითბოს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში  მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  +32 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 7 ივნისს +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო 8 ივნისს +32 გრადუსსა და მცირე წვიმას ვარაუდობენ.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

დედაქალაქ თბილისში დღეს  +31 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 7 ივნისს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ასევე შესაძლოა იწვიმოს, 8 ივნისს +31 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს,  დასავლეთ საქართველოშიც მაღალი ტემპერატურა იქნება. ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება. დღის განმავლობაში შესაძლებელია მცირე წვიმა. 7-8 ივნისს კი +29 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics