10:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 21:24:26, 2097 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე ხვალ +32-დან +34 გრადუსამდე სითბოს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში  მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  +32 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 7 ივნისს +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო 8 ივნისს +32 გრადუსსა და მცირე წვიმას ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

დედაქალაქ თბილისში 6 ივნისს +31 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 7 ივნისს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ასევე შესაძლოა იწვიმოს, 8 ივნისს +31 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 6 ივნისს, დასავლეთ საქართველოშიც მაღალი ტემპერატურა იქნება. ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება. დღის განმავლობაში შესაძლებელია მცირე წვიმა. 7-8 ივნისს კი +29 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics