|
2017-06-05 12:21:00, 1023 ნახვა
სხვადასხვა
თბილისში ევროპული კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღება შესაძლებელი ხდება!
23 ივნისს თბილისში სტარტს აიღებს ქართულ-პოლონური ბიზნეს-ტრენინგების სერია, რომელიც ივნისი-აგვისტოს პერიოდში გაიმართება. პირველი მოწვეული სპიკერი ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი პიტერ სენკუსი იქნება. იგი ჩაატარებს ტრენინგსა და ვორკშოფს თემაზე: „თანამედროვე მსოფლიო და ევროპული ბაზრის გამოწვევები და მოთხოვნები პიარსა და მარკეტინგში“ ბიზნეს-ტრენინგების სერია კომპანია „სი-არ-დი-ჯი“ -ისა და „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის“ მიერ ინიცირებული პროექტია და მას რეგულარული სახე ექნება. უკვე თბილისში შესაძლებელია ტრენინგის მონაწილეები ევროპული კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ და მას გასცემს „ვარშავის ბ. პრუსის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.“ პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. მოხდება მსოფლიო და ევროპის ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების, ასევე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩეული იქნება თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და ინტერაქტიული ფორმატით. „ბიზნეს ტრენინგის პირველი შეხვედრა, განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რასაც განაპირობებს სპიკერის მრავალმხრივი გამოცდილება როგორც BPM კონსულტანტი, Data ანალიტიკოსი, ბიზნეს ანალიტიკოსი, მარკეტინგისა და პიარის ანალიტიკოსი ისეთ „დოქტორი პიტერ სენკუსი 17 წელია მარკეტიგისა და პიარის სფეროში მოღვაწეობს და აქტიურად არის ჩართული ისეთ პროცესებში, როგორიცაა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კომპანიებში. მის მიერ სულ ახლახან წარმატებით განხორციელდა სტანდარტის დანერგვა პოლონეთში სიდიდით მესამე ქალაქ პოზნანის მერიაში. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი გველოდება“ - აცხადებს ნინო ჩუტკერაშვილი, „ვარშავის ბ. პრუსის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელი საქართველოში და პროექტის ხელმძღვანელი.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)