08:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 20:12:27, 2224 ნახვა

საზოგადოება
თემურ ქეცბაია რუსული „ორენბურგის“ მწვრთნელი გახდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია რუსული "ორენბურგის" მწვრთნელი გახდა, - ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ცნობისთვის, "ორენბურგში" ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჟანიძე თამაშობს.

გასულ სეზონში გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა. კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს სწორედ პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახა მიზნად.

როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, გუნდს აქვს დიდი პოტენციალი, იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. აქ გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ გუნდმა გაიმარჯვოს. უნდა მივიდეთ უმაღლეს ლიგამდე. ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ 1 ლიგაში თამაშის ყველა წინაპირობა არსებობს", - განაცხადა ქეცბაიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics