18:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 15:47:32, 372 ნახვა

პოლიტიკა
ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის გადაცემის საკითხზე მსჯელობენ

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ასირიელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრაზე ასირიელი ქრისტიანებისთვის  თავშესაფრის გადაცემის საკითხი განიხილება.

შესაძლოა, საქართველოში ბავშვების ჩამოყვანა და მათი ბანაკებში დასვენება მოხდეს.

"ვიმსჯელებთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ როგორც სამინისტროს, საზოგადოებას, თუნდაც ბავშვების მიმართ, თემა არის ასეთი, შესაძლოა მოხდეს განთავსება ქართველ ოჯახებში, ასევე ანაკლიაში ბანაკებში  მათი შესაძლო დასვენება. გვინდა  დეტალებით დავინტერესდეთ, რომ ვიყოთ მზად რაღაც  ინიციატივებისთვის, რომელიც შემდეგ გაჟღერდება მთავრობის სხდომაზე და სხვადასხვა ფორუმზე და ჩვენ ამ ჟესტითა და მათი მოწვევით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, რომ შევისწავლოთ კარგად სიტუაცია, ავწონ-დავწონოთ ჩვენი რეალური ძალები და გადავდგათ კონკრეტული  ქმედითი ნაბიჯები",-განაცხადა გელა დუმბაძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას.
საკითხთან დაკავშირებით დღეს კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრს დაუსვეს. გომელაურის განცხადებით, ამ თემაზე სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს.
"ამაზე ალბათ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, მთავრობაზე დააყენებს  საკითხს და გეცნობებათ. ამაზე მე მეტ პასუხს ვერ გაგცემთ",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, "გააჩერეთ გენოციდი"- ამ სახელწოდებით ქართველი ფეისბუქ მომხმარებელები პეტიციას ავრცელებენ. საზოგადოება  ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ასირიელებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვს. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო"  ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics