|
2017-05-29 12:34:34, 1860 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს, „საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადა
26 მაისს, საქართველოს რკინიგზამ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც მგზავრობა სწორედ 26 მაისს გადაწყვიტეს, მატარებლებში სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღეს. სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულმა კონსულტანტებმა მატარებლებში ვიქტორინები გაათამაშეს. გამარჯვებულებმა კი, სამახსოვრო პრიზები მიიღეს. ყველა მატარებლებში დაჯილდოვდნენ გამორჩეული მგზავრები, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად იმგზავრეს. აღსანიშნავია ის, რომ სწორედ 26 მაისს, თბილისი - ბათუმის მატარებელში აღმოჩნდა ის მგზავრი, რომელსაც წლის განმავლობაში მატარებლით მგზავრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. ეს ქალბატონი ნინო ბაკურაძეა, რომლისთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზის საჩუქარი. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და კიდევ უამრავ სიურპრიზს გპირდებათ!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)