|
2017-05-26 16:09:27, 1772 ნახვა
საზოგადოება
სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების შვილებმა 26 მაისი გასართობ ცენტრში აღნიშნეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა თბილისის სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს. ორმოცდაათამდე პატარას გასართობი ცენტრის „ფოკუს მოკუსის“ წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილება და ატრაქციონებზეც იმხიარულეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და „ისთ ფოინთის“ ორგანიზებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თავდაცვის სამინისტრო და სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ისთ ფოინთი“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)