|
2017-05-25 11:38:33, 2973 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
საქსტატი: უმუშევრობა ბოლო 13 წლის განმავლობაში მინიმუმზეა დასული
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა შემცირდა და ბოლო 13 წელიწადში მინიმალურ ნიშნულზეა. 2015 წელთან შედარებით, 2016-ში უმუშევრობის დონე 0,2%-ით შემცირდა. 2016 წლის მონაცემებით, მაჩვენებელი 11,8%-ს შეადგენს, ხოლო 2015 წელს 12% იყო. სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე 2009 წლის შემდეგ მცირდება. მაშინ მაჩვენებელმა 16.9%-ს მიაღწია. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების დონის გაზრდას, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მოსახლეობის აქტიური დონე (შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა, 15 წლის და უფროსი ასაკის) კი 0,3%-ით შემცირდა და 67,5 პროცენტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)