|
2017-05-23 17:21:01, 2247 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი. დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებთან დაკავშირებით. აღინიშნა მსოფლიო ბანკთან განვითარების პოლიტიკის მიმდინარე ორი პროგრამის შესახებ, რომლიდანაც ერთი უკვე დამტკიცდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ, ხოლო მეორე, რომელიც გაკუთვნილია საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება. მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სახელმწიფო სექტორში განხორციელებულმა დაფინანსებამ 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.68 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)