|
2015-04-15 15:20:24, 480 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: თუ ინტერპოლს რაიმე ახალი პოლიტიკა აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ინტერპოლით ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, შესაძლოა, ინტერპოლს აქვს ახალი პოლიტიკა, რაც მისთვის უცნობია. ღარიბაშვილის განმარტებით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ როგორც ზურაბ ადეიშვილის, ისე სხვების საქმე ბოლომდე მისულიყო. "თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს, რატომ უდნა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა.ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში, იყო ძებნაში და რჩება ძებნაში,და ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა.ის რომ ყოფილიყო არასაკმარისი და არააარგუმენტირებული, ინტერპოლი რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე.შეკითხვა-ხომ არ იყო ნაკლებად არგუმენტირებული, რა თქმა უნდა, არა.იმიტომ, რომ თავის დროზე ინტერპოლმა გაიზიარა ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ და ამის საფუძველზე დასვეს წითელ ცირკულარზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)