16:56 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 18:29:26, 1701 ნახვა

საზოგადოება
ბესიკ ამირანაშვილი რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

შს მინისტრის პირველი მოადგილე რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორთან - გივი მიქანაძესთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან - გვანცა ჩხვიმიანთან ერთად, მაინცში, რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრები რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველოს შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს რაინლან-პფალცის ფედერალურ მიწასთან.

2016 წელს გაფორმდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics