|
2017-05-17 11:46:36, 1904 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს. დონალდ ტრამპის წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის. ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია. მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)