09:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 10:55:25, 1471 ნახვა

საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგში პრეზიდენტი ლიდერობს

NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგში მცირედით პრეზიდენტის ლიდერობს. კერძოდ, გამოკითხულთა 3% მის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს, 24% "კარგად", "საშუალოდ "50%, ხოლო "ცუდად" 12%. შემდეგ ადგილზეა პრემიერ- მინისტრი,რომლის საქმიანობასაც "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 3% აფასებს, "კარგად" 22%, "საშუალოდ" 53%, "ცუდად" 11%, მას მოსდევს რეიტინგით პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის საქმიანობასაც "კარგად" გამოკითხულთა 14% აფასებს, 42% "საშუალოდ".ოთხეულში ყველაზე ნაკლებად კარგად თბილისის მერის საქმიანობაა შეფასებული.დავით ნარმანიას საქმიანობას "კარგად" გამოკითხულთა 7% აფასებს, "საშუალოდ" კი- 33%

კვლევის საველე სამუშაოები  7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics