13:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:53:02, 428 ნახვა

პოლიტიკა
მარტინ ლიდეგორდი: რუსეთის პროპაგანდას ალტერნატიული, დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებები უნდა დავუპირისპიროთ

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი მიიჩნევს, რომ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ეწევა, დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებები უნდა დაუპირისპირონ.

ამის შესახებ მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები გაანეიტრალებენ იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი  საკუთარი ხალხისა და უცხოეთის მიმართ ეწევა.

"რაც შეეხება კითხვას-რა უნდა დავუპირისპიროთ  რუსეთის აგრესიას, ანუ პროპაგანდას რა ვუყოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე უნდა ვიფიქროთ.რუსეთს აქვს სამაუწყებლო საშუალებები, რომელსაც ასობით მილიონი  ადამიანი უყურებს და უსმენს.ამიტომ, ჩვენ ალტერნატიული დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებების  შქმნას უნდა შევუწყოთ  ხელი, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ, გაანეიტრალებენ იმ პროპაგანდას, რომელსაც  რუსეთი ეწევა  უცხოეთში, ისევე როგორც თავისი მოსახლეობის მიმართ",-განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics