07:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 11:10:17, 1703 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საბჭოთა დაშლა კარგი მოვლენა იყო.

კერძოდ, კითხვაზე - „საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი“, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ კარგი მოვლენა იყო; 42%-ის აზრით, ცუდი; 10%-მა კი აღნიშნა, რომ „არ იცის“.

აღსანიშნავია, რომ ისინიც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე არიან.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics