|
2017-05-11 21:48:18, 1146 ნახვა
რეგიონი
დავით სანაკოევი: ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვა იგეგმება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ ცხინვალის მხარე ზნაურის რაიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Cominf.org ავრცელებს. როგორც სანაკოევმა აღნიშნა, ე.წ. საზღვარზე 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 2, აზერბაიჯანის 3 და სამხრეთ ოსეთის 6 მოქალაქე. "ჩვენ უკვე, მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვაპირებთ აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა ზნაურის რაიონის სოფელ არანგარონთან (მანამდე იონჩა). გასულ წელს ადგილობრივ მცხოვრებს მსხილფეხა საქონელი დაეკარგა, რომლის პოვნაც ვერ მოხერხდა. მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა, ამიტომ სოფლის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ იქ შეიქმნას უსაფრთხოების აუცილებელი ზომები", - განაცხადა მან. გარდა ამისა, სანაკოევმა აღნიშნა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების დაკავებას აშუქებს. "ქართული მედია საშუალებები, აცხადებენ, რომ მოქალაქეებს თითქოს იტაცებემ, იყენებენ ისეთ ტერმინოლოგიას, როგორიცაა ოკუპანტი, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა სანაკოევმა. მისივე ინფორმაციით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)